თეგი: მოლდოვის პრეზიდენტი

მოლდოვის პრეზიდენტი უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, საგუშაგოს ეწვია

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, საგუშაგოს ეწვია, რათა საზღვრის კვეთის მდგომარეობა, რიგები და ჰუმანიტარული საქონლის რეგისტრაციის პროცედურა განეხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ,,ჩვენი ძალა მხარდაჭერასა და ერთიანობაშია: მადლობას ვუხდით მოლდოვას დახმარებისთვის! მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, პალანკა-უდობნე-მაიაკის საგუშაგოს ეწვია", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევაკუაციის მიზნით, მოლდოვისკენ მიმავალ უკრაინელებს.  

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის საქონლის რეექსპორტს საკუთარი ტერიტორიის გავლით

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის საქონლის რეექსპორტს საკუთარი ტერიტორიის გავლით. "მოლდოვა დამოკიდებულია რუსეთის ენერგორესურსებზე, რის გამოც გადაწყდა, რომ არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ ხელისუფლება აპირებს, ხელი შეუშალოს რუსეთს, არ გამოიყენოს მოლდოვა საქონლის რეექსპორტისთვის და სანქციების გვერდის ავლის მიზნით, მოლდოვის საბანკო სისტემაზე დაშვების შესაძლებლობა არ მისცეს. ვიცი, სანქციების ირგვლივ ბევრი დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ არ არსებობს რისკი, რომ რუსეთმა შეძლოს სანქციების გვერდის ავლა მოლდოვის საბანკო სისტემის მეშვეობით. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ რუსული საქონლის რეექსპორტს მოლდოვის გავლით“, – განაცხადა პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის თავდაცვა: რუსეთი სანქცირებული საქონლის გადატანის კონტრაბანდულ გზებს საქართველოს გავლით გეგმავს მოლდოვის პრეზიდენტი: მთელ მსოფლიოსთან ერთად შოკირებულები ვართ კიევთან, ბუჩაშ ხოცვა-ჟლეტით ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

"რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რითაც სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. „ყოველ ჯერზე ვსაუბრობთ და ახლაც ვაგრძელებთ იმის თქმას, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადასაჭრელად ავირჩევთ და მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტილებებს, ამიტომ ლავროვის განცხადებები წარმოადგენს მანიპულაციას და სავარაუდოდ მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას. ჩვენ უნდა ვკითხოთ ლავროვს, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმავე პრინციპს,“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩაითვლება დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსი სამხედროებისადმი საფრთხის შემცველად, კრემლის მიერ რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული.    

რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს - მაია სანდუ

"რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რითაც სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. „ყოველ ჯერზე ვსაუბრობთ და ახლაც ვაგრძელებთ იმის თქმას, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადასაჭრელად ავირჩევთ და მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტილებებს, ამიტომ ლავროვის განცხადებები წარმოადგენს მანიპულაციას და სავარაუდოდ მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას. ჩვენ უნდა ვკითხოთ ლავროვს, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმავე პრინციპს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩაითვლება დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსი სამხედროებისადმი საფრთხის შემცველად, კრემლის მიერ რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული.